logo
ENG



მაკრონი: რუსეთს მომავალ მოლაპარაკებებში "უსაფრთხოების გარანტია" უნდა მიეცეს

03 დეკ 202218:47
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/03/1fv4aez993kzd9h.jpg

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, რუსეთს მომავალ მოლაპარაკებებში "უსაფრთხოების გარანტია" უნდა მიეცეს.

"უკრაინის მოკავშირეებთან და რუსეთთან მომავალ მოლაპარაკებებში ერთ-ერთი საკითხი, რაზეც მსოფლიო იქნება დამოკიდებული, არის NATO-ს გაფართოება. დიპლომატიურ მაგიდასთან დაბრუნებისას რუსეთის ფედერაციას "უსაფრთხოების გარანტია" უნდა მიეცეს. თუმცა, რა პირობებში დაიწყება მოლაპარაკება, კიევის გადასაწყვეტია", - თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

მაკრონის თქმით, საფრანგეთი მხარს უჭერს უკრაინას მოლაპარაკებების დაწყების კუთხით. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ევროპის მომავალი უსაფრთხოების საკითხი სწორედ დასავლეთის ქვეყნების ქმედებებზეა დამოკიდებული.

30 სექტემბერს, უკრაინამ პუტინთან მოლაპარაკებაზე ოფიციალურად უარი განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განკარგულებას ხელი მოაწერა.

ზელენსკიმ 30 სექტემბრის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც უკრაინა, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებას ვერ აწარმოებს.


close დახურვა